ჯორჯ ელიოტისა და სხვა ქალი მწერლების წიგნები მათი ნამდვილი სახელებით პირველად გამოიცა

დიდ ბრიტანეთში Women’s Prize For Fiction (ქალთა პრემია მხატვრულ ლიტერატურაში) – ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნად მერი ენ ევანსის, ცნობილი როგორც ჯორჯ ელიოტი, და სხვა ქალი მწერლების ნაწარმოებები მათი ნამდვილი სახელებით გამოიცა.

პროექტი სახელწოდებით ,,The Reclaim Her Name“ იმ 25 ქალ ავტორს აერთიანებს, რომლებიც მამაკაცის ფსევდონიმებს იყენებდნენ. ვიქტორიანული ეპოქის მწერლები ამ ხერხს იმისთვის მიმართავდნენ, რომ მათი ნაშრომები სერიოზულად აღექვათ. მეცხრამეტე საუკუნეში გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ქალებს მხოლოდ მსუბუქი რომანების წერა შეეძლოთ.