ხვალ ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

ბრიუსელის მიერ დაწყებული სამართლებრივი დავის პასუხად, ხვალ ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

პირველ ოქტომბერს ევროკავშირმა ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედებები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთმა არ გააუქმა საკონომდებლო აქტი, რომელიც ერთი წლის წინ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ბრექსიტის შეთანხმებას არღვევს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებით, ერთი თვის წინ ევროკავშირმა ბრიტანეთი ოფიციალურად გააფრთხილა, რომ პრემიერის მიერ ინიცირებული შიდა ბაზრის კანონი ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებასთან.

Daniel Leal-Olivas/AFP/Getty Images

ბრიუსელმა ჯონსონს კანონპროექტიდან სადავო მუხლის ამოსაღებად დრო სექტემბრის ბოლომდე მისცა. ევროკომისიის პრეზიდენტის განამარტებით, თუ კანონს ინიცირებული სახით მიიღებენ, იგი სრულწინააღმდეგობაში იქნება ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლთანაც. პროტოკოლით, ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ირლანდიის კუნძულზე, სასაზღვრო ხაზზე, შემოწმება საჭირო არაა. მხარეები შიშობდნენ, რომ ეს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ძალადობრივ ქმედებებს გაზრდიდა.

პრობლემური მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი წყვეტს, აცნობოს თუ არა საბჭოს სამთავრობო სუბსიდირების შესახებ, რამაც გავლენა შეიძლება იქონიოს ჩრდილოეთ ირლანდიაში ვაჭრობაზე. ასევე, პრემიერი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მოხსენებითი დეკლარაციის შედგენა, როცა პროდუქტი ჩრდილოეთ ირლანდიიდან ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე იგზავნება.

საბჭოს გამაფრთხილებელი წერილი გრძელი სამართლებრივი პროცესის დასაწყისია, რომელიც, შეიძლება, ევროპულ სასამართლოშიც დასრულდეს.