სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი მოწყობილობა სახელად ACED შექმნეს, რომელიც ,,ელექტრონული კანის’’ ფუნქციას შეასრულებს. გამოგონება პროტეზირებული კიდურების მქონე ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს შეხება, ტექსტურა, ტემპერატურა და ტკივილიც კი იგრძნონ.
მოწყობილობა, რომელიც კანის ხელოვნურ ვერსიას წარმოადგენს, 100 მცირე სენსორისაგან შედგება. ჩატარებული ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ მას შეუძლია მიღებული ინფორმაცია, ადამიანის ნერვულ სიტემასთან შედარებით, უფრო სწრაფად დაამუშაოს და 20-დან 30-მდე განსხვავებული სახის ტექსტურა ამოიცნოს. ამავე ექსპერიმენტითვე დადგინდა, რომ ACED-ის ბრაილის შრიფტით დაწერილი ტექსტის 90%-ზე მეტი სიზუზტით გარჩევაც შეუძლია.
კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბენჯამინ თი, განმარტავს, რომ მოწყობილობის კონცეფციის შთაგონების წყარო გახდა სცენა ცნობილი ტრილოგიიდან ,,ვარსკვლავური ომები“, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი მარჯვენა ხელს დაკარგვის შემდეგ კვლავინდებურად შეძლებს, იგრძნოს შეხება, ხელის ხელოვნური კიდურით ჩანაცვლების გზით.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა, ამის მიუხედავად კი, საზოგადოებრივი ინტერესი უკვე ძალიან მაღალია, პარალელურად, გამომგონებელ მეცნიერთა იგივე ჯგუფი ამავე თემასთან დაკავშირებულ, ახალ მოწყობილობაზე მუშაობს.