
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი უკვე ერთი წელია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული სამკაულების ბრენდის, Cartier სახეა.
კომპანიამ ახლახან სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილთან ერთად ისეთი ვარსკვლავებიც ჩნდებიან, როგორებიც მონიკა ბელუჩი, ლილი კოლინზი და სხვები არიან.
ვიდეორგოლის სახელწოდება – LOVE IS ALL – ატარებს მესიჯს, რათა “გულწრფელი პატივი მიეგოს ჭეშმარიტ და მარადიულ სიყვარულს”.
ვიდეოს გადაღებები პარიზში, ლოს-ანჯელესსა და შანხაიში მიმდინარეობდა.