ჩრდილოეთი მაკედონია ახალ მთავრობას აყალიბებს

©MIA

ჩრდილოეთი მაკედონიის ახალი კოალიციური მთავრობა მალე მემარცხენე სოციალ-დემოკრატებითა და მათი ალბანელი პარტნიორებით დაკომპლექტდება. ახალი მთავრობის დასამტკიცებლად კენჭისყრა კვირის ბოლომდე ჩატარდება.

სოციალ-დემოკრატებმა ივლისის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს. სწორედ ამიტომ, სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ზორან ზაევი, პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, რომ დროა მთავრობა ახლებურად დაკომპლექტდეს.

ზაევის მიერ ინიცირებული კაბინეტი 19 წევრით დაკომპლექტება, რაც მის წინამორბედთან შედარებით 7 წევრით ნაკლები იქნება.

ზაევის განცხადებით, მისი ახალი კაბინეტის პრიორიტეტები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა და პანდემიასთან გამკლავება იქნება.

ჩრდილოეთი მაკედონიის პარლამენტში ახალი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მხარდასაჭერად კენჭისყრა კვირის ბოლომდე ჩატარდება. კენჭისყრაზე მოსალოდნელია, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ზაევის ინიციატივას, რადგან სოციალ-დემოკრატები 120 წევრიან პარლამენტში 62 ადგილით უმრავლესობას წარმოადგენენ.