შვეიცარიის ქალაქ ოტენში შოკოლადის თოვლი მოვიდა, რის მიზეზადაც შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის ქარხანაში სავენტილაციო სისტემაში დაფიქსირებული მცირე სამუშაო გადაცდომა დასახელდა. იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარის დღეს ქალაქში ძლიერი ქარი უბერავდა, Lindt and Spungl-ის შოკოლადის ფანტელებმა მთელი ქალაქი მოიცვა.
Associated Press-თან საუბარისას შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შოკოლადი ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხო იყო. ამას გარდა, კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ქალაქის დასუფთავების ხარჯები. ამ დროისათვის, ქარხნის სავენტილაციო სისტემა უკვე შეკეთდა.