დღეს, თბილისში სექტორული სავაჭრო მისიის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება მიზნად ისახავს იმ სავაჭრო და სურსათის სფეროში არსებული შესაძლებლობების განხილვას, რომელიც ორი ქვეყნის კომპანიებს შორის არსებობს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ა.შ.
ფორუმის სტუმრებს შორის იქნებიან უკრაინის ბიზნეს დელეგაციის წარმომადგენლები შემდეგი ინდუსტრიებიდან: საკონდიტრო/საცხობი ინდუსტრია, რძის ნაწარმის გადამუშავება, ჩაი და ყავა, ხორცპროდუქტების გადამუშავება, ხილისა და თხილეული, ასევე, საქართველოსა და უკრაინის სურსათის ინდუსტრიის ექსპერტები.
წყარო: BMG