ფლორიდაში COVID-19-ის ტესტების ტრანსპორტირებისთვის თვითმართვადი შატლები გამოიყენება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მეიოს კლინიკამ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ჰოსპიტალია ქვეყანაში, COVID-19-ის წინააღმდეგ საჭირო ტესტების გადასაზიდად თვითმართვადი შატლების გამოყენება დაიწყო.

მათი მწარმოებელი ფრანგული კომპანია Navya გახლავთ. საშუალო ზომის მოწყობილობის მიერ განვლილი მარშრუტი სპეციალური ტესტების სასაწყობე ადგილიდან კლინიკის შენობამდე განვლილი მანძილია, რომელსაც 30 მარტის შემდგომ, საწყის ეტაპზე, 4 შატლი შეასრულებს. აღნიშნული ტექნოლოგია ვირუსის გადადების საფრთხეებს ამცირებს და სამედიცინო პერსონალს პაციენტებზე ზრუნვისათვის მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს.

როგორც ავტომატიზებული მოწყობილობების უმრავლესობას, ამ ყველაფრის შესრულება აბსოლუტური ზედამხედველობის გარეშე, მასაც არ შეუძლია. პროცესის უკან დგანან ადამიანებიც, რომლებიც ადმინისტრაციულ საკითხებს აკონტროლებენ – მაგალითად, ხომ არ აფერხებს შატლების გადაადგილებას საცობი ან მანქანები.