ირაკლი ელაშვილი ფინკა “ბანკი საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარედ ბანკს 2020 წლის სექტემბერში შეურთდა. ირაკლი ელაშვილს საბანკო და ფინანსურ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მიზანი ერთია – ფინკა ბანკმა, თავის სეგმენტში, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავოს, როგორც ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა, მომგებიანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს“, განაცხადა “ფინკა ბანკი საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
სააქციო საზოგადოება “ფინკა ბანკი საქართველო” არის საერთაშორისო საფინანსო ქსელ FINCA Impact Finance-ის წარმომადგენელი ქვეყანაში. ორგანიზაციას მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკი მიკროსაფინანსო და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს. დღეისთვის ბანკი 100 000-მდე მომხმარებელს ემსახურება საქართველოს ყველა რეგიონში.