უხანში მასშტაბური აუზის წვეულება მოეწყო

© Forbes

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, უზარმაზარი აუზის წვეულება გამართეს. წვეულებას ესწრებოდა ათასობით ადამიანი, რომლებიც არ იყენებდნენ პირბადეებს და არ ერიდებოდნენ ერთმანეთთან ახლო დისტანციაზე კომუნიკაციას.

უხანში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 3 თვის წინ დაფიქსირდა, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნა. უხანის ის აუზი, სადაც რამდენიმე დღის წინ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა, ივნისში გაიხსნა.

უხანში ჩატარებულ მასშტაბურ ღონისძიებას სოციალურ მედიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვა. იმის ფონზე, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი დღემდე სოციალურ დისტანცირებას იცავს, უხანის მასშტაბური ღონისძიება ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი უხანი ცნობილია, როგორც პანდემიის ეპიცენტრი, საიდანაც რამდენიმე თვის წინ გავრცელება დაიწყო ახალი ტიპის კორონავირუსმა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 22 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.