უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ნავთობის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

Photo By Ronan Furuta

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბოლო თვის განმავლობაში, ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 23.03 დოლარს შეადგენს. ასეთი დაბალი ფასი 2002 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ექსპერტების თქმით, ნავთობის ფასის შემცირება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ფასებსა და პროდუქციასთან დაკავშირებული უთანხმოებით დაიწყო, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტი როლი კორონავირუსის გავრცელებამ ითამაშა, რაც უამრავი კომპანიის მიერ პროდუქციის წარმოების შეჩერებას უკავშირდება.