აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ამბობს, რომ Google-ისა და Apple-ის ახალი წინადადება, რომელიც გადაადგილების შესახებ მონაცემებს ეყრდნობა, ბევრი ადამიანისათვის დიდ კონსტიტუციურ პრობლემებს გამოიწვევს.
ამ კვირის დასაწყისში მან თეთრი სახლის ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკითხს მომდევნო 4 კვირის განმავლობაში განიხილავენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას Google-მა და Apple-მა განაცხადეს, რომ, კორონავირუსის გავრცელების დასადგენად, Bluetooth-ის გამოყენებით ახალ აპლიკაციას შექმნიან.
აღნიშნული აპლიკაციის მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანებს ატყობინებს, ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი დაინფიცირებულთან.
„კონსტიტუციური პრობლემები მეტად იჩენს თავს, ვიდრე ტექნიკური. ჩვენ აუცილებლად გამოვარკვევთ ამას… აპლიკაცია თავის საქმეს ზუსტად გააკეთებს, მაგრამ ბევრ ადამიანს მასთან პრობლემა ექნება“
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის პრობლემებს მოიაზრებს ტრამპი, თუმცა ფირმები აცხადებენ, რომ პერსონალური ინფორმაციის რაიმე სახით შეგროვება არ მოხდება.