ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ღონისძიების ახალი თარიღი უკვე დაასახელებს.
მათი თქმით, ზაფხულის თამაშები 2021 წლის ზაფხულში, 24 ივლისს დაიწყება. გადაწყვეტილება სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა და ტოკიოს თამაშების ორგანიზატორებმა ერთობლივად მიიღეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) თქმით, თამაშების ზუსტი ახალი თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა თარიღი ანონიმური პირების მიერ უკვე დასახელდა
გასაკვირი არ არის, რომ თამაშები მომავალ წელსაც წლის ყველაზე ცხელ დროს დაიგეგმა. აღნიშნულმა უკვე გამოიწვია მაყურებლის უკმაყოფილება. დისკომფორტის შესამცირებლად თამაშების ორგანიზატორებმა მთავარი ადგილმდებარეობა ჩრდილოეთით გადაიტანეს, რადგან იქ გაცილებით გრილი ჰავაა.
შეგახსენებთ, 24 მარტს იაპონიის პრემიერმინისტრმა, სინძო აბემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებას მიაღწია და ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით თამაშები ერთი წლით გადაიდო.