სიცილია ტურისტების მოსაზიდად მათი ხარჯების ნაწილს დაფარავს

Photo By Andreas M

სიცილია, კორონავირუსის კრიზისის გადალახვის შემდეგ, ტურისტებს ფრენის ფასის ნახევარს დაუფარავს. გარდა ამისა, მთავრობა სამ დღეში ერთხელ გადაუხდის მათ სასტუმროს ფულსა და სრულიად უფასოდ შესთავაზებს ბილეთებს მუზეუმებისა და არქეოლოგიური ადგილების მოსანახულებლად.

აღნიშნული ინიციატივისთვის €50-მილიონია გამოყოფილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში წარმოებამ მარტსა და აპრილში €1-მილიარდით იზარალა.

მათ შემდეგ, რაც შეღავათების ამოქმედება დაიწყება, ტურისტებისათვის ვაუჩერები სიცილიის ტურიზმის ვებსაიტზე გახდება ხელმისაწვდომი.

იტალიის მშპ-ის 13% ტურიზმიდან შემავალი თანხაა. სწორედ ამიტომ, ქვეყანა უკვე ადგენს სექტორის ასამოქმედებელ გეგმას საკარნტინო რეჟიმის დასრულებისთანავე.

იტალიაში საკარანტინო პერიოდი 4 მაისიდან უქმდება.