საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.5%-ით შემცირდა, კლება 7.75 იყო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარ-ივლისში მნიშვნელოვნად შემცირდა საგარეო ვაჭრობა. კონკრეტულად, საქონლის ექსპორტმა – 16.8%-ით, იმპორტმა კი – 17.9%-ით იკლო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის ივლისთან შედარებით, კლების ტენდენცია, თითქმის, ყველა დარგში გამოვლინდა. გამონაკლისი მხოლოდ სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობაა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 2.2%-თ გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში, წინასწარი შეფასებით, -12.6%-ით შემცირდა.