“საქსტატის” კვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 96% ინტერნეტს სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით მოიხმარს.
ასევე დანიშნულებები ასე ნაწილდება:
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (53.8%),
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.7%),
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.0%),
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (29.8%),
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (19.9%)
და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (17.4%).
აღსანიშნავია, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 92.8%-მა პროცენტმა უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად მობილური მოწყობილობა გამოიყენა. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი-97.8%, 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 62%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.6% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 44.7 %.
საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 % შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში- 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 %ს მიაღწია.
წყარო: BMG