“რა აინტერესებს ჩვენს მომხმარებელს? და რა შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ ამისთვის?”
ეს კითხვა საქართველოს ბანკს, როგორც კომერციული საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და როგორც ჩვენს უბრალო თანამეგზურსა თუ მეგობარს ეკუთვნის.
დღესდღეობით მასშტაბური ორგანიზაციების ბრენდის პერსონიზაცია აღარ გვიკვირს; ანუ, როგორია ჩვენს თვალში საქართველოს ბანკი, აკურატული, ჰალსტუხ-პიჯაკში გამოწყობილი ადამიანი, მუდმივად საათს რომ დაჰყურებს? კი, შეიძლება ასეთიც წარმოვიდგინოთ, რადგან საქართველოს ბანკი ნამდვილად ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების, სესხებისა და კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით, მაგრამ ამავდროულად ის უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს მათ შესაძლებლობას წამოიწყონ ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი.
გამოდის, რომ გაწონასწორებულ ხასიათთან ერთად, საქართველოს ბანკი სწორედ ის მზრუნველი პერსონაა, რომელიც კარგად იაზრებს თუ რა პრობლემების წინაშე დგანან დღევანელ რეალობაში მეწარმე ქალები და ცდილობს წაახალისოს ისინი სპეციალური ტრენინგების საშუალებით, მისცეს მათ პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად.
“რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მეწარმე ქალების ფინანსური განათლების დონე ამაღლდეს?”
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ბანკის მოსაზრება ასეთია: “აქტიურად ვისაუბროთ მათთან ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის დაფინანსება, შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა.”
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი პროექტი, ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი, გაიგონ რა წყაროებითაა შესაძლებელი ბიზნესის დაფინანსება და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გაზარდონ პროდუქტისა და სერვისის გაყიდვები ინტერნეტის საშუალებით.
“ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, როდესაც ბანკს თავის მომხმარებელთან აქვს არასაფინანსო კონტაქტი, როდესაც იმართება შეხვედრები არა ლექციის, არამედ დისკუსიის ფორმატში. მიღებული ცოდნის საფუძველზე კი მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ გაანალიზებულად აიღონ სესხი” – თათია ლორთქიფანიძე, ტრენერი.
“ასეთი ტიპის შეხვედრები უფრო მარტივს და კომფურტულს ხდის ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობას და ასევე სამომავლო გეგმებისა და მიზნების დასახვას უწყობს ხელს. ყველაზე სასიამოვნო კი ალბათ ის უკუკავშირია, რასაც მონაწილეებისგან ვიღებთ” – ნინია მამარდაშვილი, ტრენერი.
“შვიდი წლის წინ რომ მოვხვედრილიყავი ასეთ ტრენინგზე, ბევრად მეტ დროს დავზოგავდი, რადგან ჩემთვის, როგორც ქალი მეწარმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდე ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას.” – იოანა ნაკაშიძე, “Oxygen-ის” წარმომადგენელი.
“ვერ ვიფიქრებდი თუ მეც მექნებოდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ასეთი საჭირო და საინტერესო ღონისძიების ნაწილი, თან სრულიად უსასყიდლოდ. მნიშვნელოვანია ქალმა მეწარმეებმა ვიცოდეთ რა არის ის სწორი მიმართულებები და აქცენტები, რაც ჩვენს ბიზნესს ასე სჭირდება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ დიდ მოტივაციას გვაძლევს და მეტად თავდაჯერებულს გვხდის” – მარეხი მელაძე, “ივენთდეკორატორის” წარმომომადგენელი.
“რაშია ქალები ძალა?” – ამ კითხვას თითქმის ყველა ჩემს რესპოდენტს ვუსვამ. საქართველოს ბანკს ამაზე ასეთი პასუხი აქვს:
„ქალების ძალა – ერთმანეთის გაძლიერებაშია!”