საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ პირველ Pitch Day-ს მართავს

პირველი Pitch Day – სტარტაპების პრეზენტაციების დღე,  დღეს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელისტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.

პირველი Pitch Day ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი“.