“ლონდონში გამართულ მსოფლიოში უდიდესი სასმელების კონკურსში IWSC international wine and spirits competition, სადაც 86 ქვეყანა, 4000-ზე მეტი სასმელი და ჟიურის 80-ზე მეტი წევრი იღებდა მონაწილეობას, სპირტიანი სასმელების კატეგორიაში ქართული კომპანია Benjy’s-ის ჭაჭამ გაიმარჯვა.
კომპანიის გენერალური მენეჯერის, სალომე ალანიას, თქმით, კომპანია მეორე წელია ოპერირებს და ძალიან მალე შეძლო წარმატებით შესულიყო როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.
“ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ისრაელთან და ევროკავშირის ქვეყნებთან” – აღნიშნა მან.