სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბენეფიტსი 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს შეიძენს. აღნიშნული გადაწყვეტილება ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით იქნა მიღებული.
შეკვეთა უკვე გაგზავნილია ევროპელ მომწოდებელთან, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უახლოესს დღეებში დაჩქარებული წესით.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან. ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას და მივაწოდოთ მათ ის რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით,კოორდინირებული მუშაობით დროულად დავძლევთ ამ გამოწვევას! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას! – განაცხადა ნინა კობახიძემ.