სოციალური მედიის პლატფორმა ტვიტერმა, კვირას, 17 იანვარს, აშშ-ის რესპუბლიკელი წარმომადგენლის, მარჯორი ტეილორ გრინის, ანგარიში დაბლოკა. მიზეზი იმ ახალი წესების განმეორებით დარღვევაა, რომლებსაც ტვიტერი ამ თვის დასაწყისში, კაპიტოლიუმის არეულობის შემდეგ, იყენებს. ეს ამბავი CNN-ს კომპანიის სპიკერმა განუცხადა. მარჯორი, ასევე, ცნობილია QAnon-ის უსაფუძვლო შეთქმულების თეორიის პოპულარიზაციით.
გრინი ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენია და მისი ანგარიშიც მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მან შეუტია სახელმწიფო არჩევნების ოფიციალურ წარმომადგენელს, ამომრჩეველთა თაღლითობაზე უსაფუძვლო ბრალდებებით. მან Twitter დაადანაშაულა პოლიტიკური ხმების ჩახშობაში:
„მონოპოლისტური დახშობა, რომელსაც რამდენიმე დიდი ტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს ამერიკის პოლიტიკურ დისკურსზე, კონტროლს მიღმაა“ – თქვა მან ერთ-ერთ განცხადებაში.
ტვიტერის ოფიციალური წარმომადგენელი კი ამ საკითხზე განცხადებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით ავრცელებს:
„მითითებული ანგარიში დროებით დაიბლოკა ჩვენი სამოქალაქო პოლიტიკის მთლიანობის მრავალჯერადი დარღვევის გამო.” შედეგად, კონგრესმენი 12 საათის განმავლობაში დაბლოკილია თავისი ანგარიშიდან.