სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,896,104 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.
საინტერესოა რამდენ ხანს ატარებენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში. კვლევის თანახმად, ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 3.9 ღამეს შეადგენს და ეს მაჩვენებელი განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით. მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შედარებით ხანმოკლე პერიოდით ჩერდებიან, რუსეთის მოქალაქეების გარდა, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად, საშუალოდ 5 ღამით რჩებიან.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ ხანს ჩვენს ქვეყანაში ევროპელი ტურისტები ატარებენ. ხოლო, ყველაზე ცოტას ტურისტები მეზობელი სომხეთიდან.
საერთაშორისო ვიზიტორთა საშუალო ღამისთევების რაოდენობა ყველაზე დიდი იყო საკუთარ სახლში (10.9 ღამე), შემდეგ მოდის ნაქირავები ბინა (5.7 ღამე), მეგობრის/ნათესავის სახლი (4.5 ღამე), კემპინგი (4.2 ღამე), სასტუმრო სახლი (3.5 ღამე), სასტუმრო (3.4 ღამე) და საავადმყოფო (1.4 ღამე).ტ