რა უნდა ისწავლონ ქალებმა ჯენიფერ ლოპესის საინვესტიციო პორტფოლიოდან

ინვესტიცია არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი მძიმე შრომით მოპოვებული ფულის სიმდიდრედ გადასაქცევად. თუმცა ეს შეიძლება სარისკო იყოს. თუ კომპანიები, რომლებსაც ირჩევთ ინვესტიციისთვის, წარმატებული იქნება, თქვენი პორტფოლიოც წარმატებული იქნება. თუ ამ კომპანიებმა არ გაამართლეს, თქვენც ყველაფერს დაკარგავთ. კვლევებმა აჩვენა, რომ კაცები გაცილებით უფრო მეტად იღებენ ამ რისკს. როდესაც საქმე ფულს ეხება, მამაკაცები უფრო მეტს რისკავენ ვიდრე ქალები, შესაბამისად მათ რეპუტაცია აქვთ რომ არ ფიქრობენ წაგებაზე, როდესაც საქმე საიმედო საინვესტიციო შესაძლებლობებს ეხება. ქალები მეორეს მხრივ, უფრო ფრთხილობენ, რამაც გენდერული ინვესტიცის უთანასწორობა შექმნა – კაცები რისკავენ და ფულს დებენ საინვესტიციო ბაზარში, ქალები კი წაგებულები რჩებიან.

არსებობენ ქალები, რომელიც ამ ნორმას ამხსვრევენ და ინვესტიციას დებენ. ერთ-ერთი ჯენიფერ ლოპესია. პოპ-სენსაციამ, რომელიც ცნობილია მისი სცენაზე კაშკაშა წარმოდგენებით, ლოპესმა 47 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ 2018 წელს მიიღო, მისი ქონება კი 400 მილიონ დოლარს შეადგენს. შემოსავლის წყარო ალბომიდან მიღებული მოგება, ლიცენზირების, სამსახიობო კრედიტებისა და ლას-ვეგასის რეზიდენციაა. ახლა ის დამატებით შემოსავალს იღებს – ინვესტიციით. სულ რამდენიმე კვირის წინ, ლოპესი შეუერთდა ცნობილი ადამიანების ინვესტორთა სიას, რომლებმაც შეიტანეს დაფინანსება Acorns-ში, ფინტექი კომპანიაში, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება საკუთარი დანაზოგების ავტომატიზირებაში – ეს კეთდება დებიტ, კრედიტ და ფეიფალის ტრანზაქციების დამრგვალებით უახლოეს დოლარამდე და დამრგვალებული თანხის შემნახველ ანგარიშზე გადატანით. ლოპესი გარკვეული პერიოდია სტაბილურად ზრდის თავის საინვესტიციო პორტფოლიოს.

ლოპესს სხვა ბევრი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მათ შორის საერთაშორისო ასევე ადგილობრივ ფიტნეს კომპანიებში. წელს, ფული ჩადო იოგას სტარტაპში – Sarva, რომელსაც 34 სტუდიო აქვს ინდოეთში. მან ასევე დააფინანსა TruFUsion, რომელიც მისი საქმროს, როდრიგეზის ფიტნეს ცენტრების ხაზის ნაწილია და რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, მას შემდეგ რაც ორთქლი დაამატა ცნობილ ვარჯიშებს – პილატესს და ბოქსს.

ლოპესმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე მის საქმროსთან ერთად, ინვესტიცია ჩადო უძრავ ქონების საინვესტიციო კომპანიაში. წყვილი ასევე მხარს უჭერს Project Destined-ს რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს ქალაქში მცხოვრებმა ბაშვებმა ისწავლონ უძრავის ქონების სფერო. ქალებისთვის, ვისაც სურს ინვესტიციების სამყაროში გამოცდილება მიიღოს, ლოპესის მიდგომიდან შეუძლიათ ბევრი ისწავლონ, მიუხედავად იმისა რომ არ აქვთ მისი საბანკო ანგარიში: პორტფოლიოს დივერსიფიკაცია. ლოპესის ინვესტიციები მოიცავს ყველაფერს, უძრავი ქონებიდან დაწყებული ფინტექამდე, რაც საშუალებას აძლევს მას ისარგებლოს პოტენციალით სხვადასხვა ბაზარზე. წადი იქ, სადაც ზრდაა. NRG Esports-მა მას შემდეგ მიიღო ლოპესის დაფინანსება, რაც ესპორტის ინდუსტრიამ წლიურად 26,7% იანი ზრდა განიცადა.

ფული ჩადეთ იმაში, რისიც გჯერათ. ლოპესი ამბობს, რომ მან აირჩია იოგას ცენტრი – Sarva , რადგან მას სჯერა იოგას ფიზიკური და გონებრივი დადებითი მხარეების. იგივე დამოკიდებულება აქვს Project Destination-ს მიმართ. ლოპესი იმის მტკიცებულებაა, რომ წარმატებული ინვესტიცია არ ნიშნავს “კაცის მსგავსად ინვესტირებას” ან სიფრთხილეს. ინვესტიცია დამოკიდებულია პერსონალურ გემოვნებაზე, ფინანსურ პოზიციაზე, კონკრეტული სფეროს ზრდის პოტენციალზე და ბაზარზე. უმთავრესი ნაწილი დაწყებაა, რადგან ყველა ინვესტიცია ატარებს გარკვეულ რისკს, მაგრამ ინვესტიციის არ ჩადება, ნიშნავს რომ კარგავთ შესაძლებლობას მოიგოთ.