პროექტი სახელად Air – ჰაერის დაბინძურების პრევენცია ბარსელონაში

ბარსელონაში არქიტექტორებმა პროექტი სახელად Air ჩაატარეს.

ეს არის ქალაქის რუკა, რომელიც აჩვენებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გავლენას მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და მათ კეთილდღეობაზე. როგორც კვლევამ აჩვენა, დასაგეგმია 12 გადაუდებელი ღონისძიება – მათ შორის სატრანსპორტო რეჟიმის ცვლილება და ახალი დიზაინები, რომლებიც ითვალისწინებს არსებულ ურბანულ მორფოლოგიასაც.

პროექტი კურატორული წინადადების მოწოდების შემდეგ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა კურატორმა ოლგა სუბიროსმა Air-ის მთავარი კითხვა „როგორ ვიცხოვროთ ერთად?“ შეცვალა კითხვით – „როგორ გადავრჩეთ ერთად?“ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი Ramon Llull, კატალონიური ენისა და კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის საზოგადოებრივი ორგანო იყო.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება გავლენას 10 ქალაქიდან 7 მათგანზე ახდენს და 10 ადამიანიდან 9 დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ევროპის გაეროს სააგენტოს (EEA) 2019 წლის მონაცემების თანახმად, 2016 წელს ევროპაში ჰაერის დაბინძურებამ 370 000-ზე მეტი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.

კვლევების ჩასატერებლად სუბიროსმა სწორედ ბარსელონა აირჩია. აქ ჰაერის დაბინძურება ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვით ხდება, ვინაიდან ავტომობილების რაოდენობა ბარსელონაში ძალიან დიდია. ასევე, ცნობილია, რომ 10 წელზე მეტია ესპანეთი ვერ ასრულებს ჰაერის ხარისხის შესახებ ევროპული დირექტივის დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მიიღეს ისეთი ზომები, როგორიცაა დაბალი ემისიის ზონა, საშიში გამონაბოლქვი კვლავ ჭარბი რაოდენობითაა.

პროფესორები, მარ სანტამარია და პაბლო მარტინეზი, აცხადებენ, რომ ისინი აგროვებენ ყველა არსებულ მონაცემს, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების ჯანმრთელობა. ისინი იმედოვნებენ, რომ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტი გახდება ესპანეთისთვის – „ჩვენ გვინდა გავავრცელოთ მესიჯი, რომ ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ნიშნავს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და გლობალური კლიმატის კრიზისის მოგვარებას.“