კორონავირუსის პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების გამო, იაპონიის ეკონომიკა რეკორდულ ვარდნას განიცდის.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, აპრილი-ივნისის თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუტის 7.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. შედეგად, მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.8%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ კორონავრუსისგან გამოწვეულ კრიზისამდეც იაპონიაში ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპი შეინიშნებოდა და ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში ზედიზედ უკვე მესამე კვარტალია იმყოფება.
მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა, უმეტესწილად, შიდა მოხმარების შემცირებას უკავშირდება, რომელიც იაპონიის ეკონომიკის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, მსოფლიო ვაჭრობაზე პანდემიის გავლენამ ქვეყანაში ექსპორტის მაჩვნებლის სწრაფი ვადნა გამოიწვია.