მსოფლიოს უმსხვილესმა ბრაზილიურმა ხორცით მომმარაგებელმა კომპანიამ “ჯიბიესი” დროებით მუშაობა შეწყვიტა. მასზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამჟამად ავტრალიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფილიალების ათასობით თანამშრომელი შეფერხებით მუშაობს.
“ბიბისის” საინფორმაციო წყარო იუწყება, რომ თეთრმა სახლმა შეტევის პასუხიმსმგებლობა რუსულ კრიმინალურ ჯგუფს დააკისრა.
ცნობილია, რომ თავდამსხმელები კომპანიისგან გამოსასყიდს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მნიშვნელოვანი ფაილების წაშლით და არეულობის შექმნით ემუქრებიან. წარმოების შეჩერება კი ხორცის დეფიციტს და შედეგად ფასების ზრდას ნიშნავს.
ამჟამად ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო ინციდენტს იკვლევს, რაშიც თეთრმა სახლმა პირდაპირ ჩართო რუსეთის ხელისუფლება.
კიბერ თავდასხმები და გამოსასყიდის მოთხოვნის ფაქტები ბოლო პერიოდში ხშირი მოვლენაა, ამის მაგალითია კოლონიური მილსადენი, რომელმაც ახლახანს გააჟღერა 4,4 მილიონი დოლარის გამოძალვის შემთხვევა.