მსოფლიო საგარეო ვალი და საქართველო

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზრებმა საგარეო ვალებზე მღელვარება მიზანმიმართულად გააქრეს.

მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა და რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთისა, (რამაც სახელმწიფოებს გაუადვილა არსებული სახლმწიფოებრივი დავალიანების მომსახურეობის უზრუნველყოფა) მთლიანი საერთაშორისო სამთავრობო ვალი გაიზარდა და 63 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

გლობალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს კურსი, რეცესიის ან საპროცენტო განაკვეთის მოულოდნელი ზრდის შემთხვევაში, რაც საგარეო ვალის თემას კვლავ ყურადღების ცენტრში დააბრუნებს.

მოცემული ვიზუალიზაცია HowMuch.net-ის მიერ არის შექმნილი. მას სამთავრობო დავალიანებების “თოვლის გუნდას” უწოდებენ. ქვეყნები და მათი ვალის სიდიდე ქვეყნის მშპ-სთან შეფარდებით არის გამოთვლილი, ხოლო მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ბოლოდროინდელი მიმოხილვიდანაა აღებული.

ვიზუალიზაციისთვის “თოვლის გუნდა” შესაფერისია, რადგან ვალი შეიძლება დაგროვდეს არამდგრადი გზით, თუ მთავრობები პროაქტიულები არ იქნებიან. ამ შემთხვევაში კი, წარმოიქმნება არაჯანსაღი წრე, რის გამოც ვალი შესაძლოა დაყოვნდეს და ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუშალოს, რაც საბოლოო ჯამში სესხის დაფარვას კიდევ უფრო გაართულებს.

ყველაზე დიდი საგარეო ვალის მქონე ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

მსოფლიოში ყველაზე დიდი საგარეო ვალი იაპონიასა და საბერძნეთს აქვთ, მშპ-სთან მიმართებით იაპონიას 237,6%, ხოლო საბერძნეთს 181,8%, საგრეო ვალი აქვთ. ამავდროულად, აშშ მე-8 ადგილს იკავებს 105,2%-იანი თანაფარდობით, ხოლო ქვეყნის ბოლოდროინდელი სახაზინო შეფასებების მიხედვით, აშშ-ს ეროვნული ვალი 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მცირე საგარეო ვალის მქონე ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

რაც შეეხება საქართველოს – ამ კუთხით კრიტიკული მდგომარეობა არ ისახება, საქართველო “მწვანე” ქვეყნების სიაშია, რაც 20%-49,9% ვალისა და მშპ-ს შეფარდებას გულისხმობს. კონკრეტულად საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი კი – 45%-ია. მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები ასეთია – აზერბაიჯანი 54% (წითელი), სომხეთი 54% (წითელი), თურქეთი 28% (მწვანე), რუსეთი 16% (მუქი მწვანე).

წყარო:  WEFORUM.ORG
ფოტო: Colin Watts