მსოფლიო ბანკი საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რომლითაც ათასი სოფელი ინტერნეტით მომარაგდება, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთმა საბჭომ პარასკევს განაცხადა.
“მსოლფიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავისი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ პროექტი Log-in Georgia, რომელსაც დღეს მსოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ, ათასამდე დასახლებულ პუნქტში, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტითა და ბევრი ისეთი თანამედროვე სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, როგორებიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება და ელექტრონული კომერცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პროექტი 2020 წელს დაიწყება და ხუთი წლის განმანვლობაში გასტანს. სამუშაოებს შეასრულებს არამეწარმე და არაკომერციული იურიდიული პირი – One Net.