მმართველი რგოლების ქალები კომპანიების ფინანსურ სარგებელში

ტოპლაინი: ბოლო მონაცემების თანახმად, საჯარო კომპანიებში, ქალების მონაწილეობა  მმართველ საბჭოებში, წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზრდა და 20%-ი შეადგინა.  ეს განაპირობა კალიფორნიაში მიღებულმა კანონმა, რომლის თანახმადაც კომპანიებს დაევალათ  ქალთა დანიშვნა მმართველ რგოლში, თუმცა დღემდე ბუნდოვანი რჩება რამდენად არის ეს პროცესი მდგრადი და რამდენად შესაძლებელია ზრდის ტემპის შენარჩუნება.

  • კალიფორნიაში მიღებული კანონი, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ამოქმედდა, შტატში არსებულ ყველა საჯარო კომპანიას ავალდებულებს 2019 წლის ბოლომდე მინიმუმ ერთი ქალი დანიშნოს მმართველ საბჭოში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ  დაეკისრებათ ჯარიმა.
  • კალიფორნიის კანონმა შესაძლოა ტენდენცია განსაზღვროს, რადგან ილინოისის შტატმა მსგავსი კანონმდებლობა აგვისტოში მიიღო.
  • აღნიშნული საკითხის პრატიკაში განხორციელების პრეცედენტი გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც WeWork-მა,  უძრავი ქონების ამერიკულმა სააგენტომ, მმართველ საბჭოს ქალი წევრი შემატა. მანამდე კომპანიის მმართველი საბჭო მთლიანად კაცებისგან იყო დამკომპექტებული, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.
  • მართალია, კანონმდებლობა და საზოგადოებრივი წნეხი კომპანიებზე მმართველ საბჭოებში ქალთა რაოდენობის ზრდას ეხმარება, თუმცა ამ კვარტალში დანიშნული ქალთა დირექტორების პროცენტულ მაჩვენებლად –მაინც 42% დაფიქსირდა, რაც წინა კვარტლის 47%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.

კალიფორნიის შტატში მოქმედი ზოგიერთი კომპანია ჯარიმის გადახდას (100,000 აშშ დოლარიდან ზემოთ) განიხილავს, ნაცვლად იმისა, რომ მმართველ საბჭოში კანონით განსაზღვრული ქალი დირექტორი დანიშნოს.

ისტორიულად, ქალები კომპანიების იერარქიაში მაღალ საფეხურებზე არასაკმარი სად არიან წარმოდგენილნი.  S&P 500–ის სიაში მყოფი კომპანიების მხოლოდ 5%-ს ჰყავს ქალი აღმასრულებელი დირექტორი. უფრო და უფრო მეტი ქალი ქმნის ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებებისა და სამართლის კურსდამთავრებულთა მაღალ პროცენტულ რაოდენობას, შესაბამისად კომპანიების აღმასრულებელი პოზიციები გენდერულად უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს. უფრო მეტი ქალის დანიშვნა წამყვან პოზიციაზე, კომპანიებისთვის შეიძლება  ფინანსური სარგებელის მომტანიც აღმოჩნდეს. აგვისტოში Morgan Stanley–ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ კომპანიების აქციის ფასი სადაც მეტი ქალია დასაქმებული, საშუალოდ, 2.8%-ით მეტია  გენდერულად ნაკლებად მრავალფეროვან კომპანიების აქციის ფასზე.

ავტორი: Lisette Voytko 

წყარო: Forbes