სექტემბერში ჰონგ კონგში მოპარული მაო ძედუნის მილიონად შეფასებული კალიგრაფიული გრაგნილი შუაზე გაჭრილი იპოვეს. მოპარული ქონების დაზიანების საფუძველზე, მალევე 49 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც South China Morning Post იტყობინება, დამნაშავემ გრაგნილის ორად გაჭრის შემდეგ ერთ-ერთი ნაწილი, დაახლოებით, 50 ფუნტ სტერლინგად გაყიდა.
როგორც ცნობილია, არსებობს სამკაციანი დაჯგუფება, რომელმაც მოახერხა და 5 მილიარდი დოლარის ღირებულების განძი შეაგროვა. დაკარგული ნივთები ანტიკურ მარკებსა და რევოლუციურ საგნებს მოიცავს კონტინენტური ჩინეთიდან. მიიჩნევა, რომ ეს ძარცვა ქალაქისთვის ერთ-ერთი უდიდესი ზიანია.
დაჯგუფების წევრების მიერ დაგეგმილი ძარცვა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. 10 სექტემბერს ისინი შევიდნენ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, გააღეს რკინის კარიბჭე და ფუ ჩუნქსიაოს სახლში შეიჭრნენ, საიდანაც კოლექციონერის არაერთი ნივთი გაიტანეს. მათ შორის, სპილენძის მონეტებიც, რომელთაგანაც ორი უკვე ნაპოვნია.
მარკების, რევოლუციური ხელოვნების კოლექციონერმა და, ასევე, გრაგნილის მფლობელმა Post-თან განაცხადა, რომ შეწუხებულია გრაგნილის დაზიანების გამო.
”გულისამაჩუყებელი იყო მისი დანაწევრება ორ ნაწილად. ეს ნამდვილად აისახება მის ღირებულებაზე, მაგრამ გავლენა ჯერ კიდევ შესამჩნევია“ – თქვა მან.
მამაკაცი, რომელიც ქონების დაზიანებაში იყო ბრალდებული, გირაოთი გაათავისუფლეს. დაჭერილია ერთ-ერთი მძარცველი, თუმცა დაჯგუფების წევრებთაგან ორი ჯერ კიდევ თავისუფალია.