„მიზონი“ – კოსმეტიკად ქცეული უნიკალური ფორმულა

ავტორი: თამარა კაჭახიძე

PSP-მ პირველ ქართულ-კორეულ საღამოს უმასპინძლა სასტუმრო „სტამბაში“. აღმოსავლური ხასიათის მატარებელი გარემო ვარდისფერი ნეონებითა და კედლებზე მიმოფანტული მცენარეებით, საუკეთესო ადგილია იმ პროდუქციის პრეზენტაციისთვის, რომელიც მეცნიერული კვლევებით გამყარებულ უნიკალურ ფორმულას გვთავაზობს.

„მიზონი“ ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ მაღალხარისხიან კოსმეტიკას წარმოადგენს. პოპულარობა ამ ბრენდმა სწორედ ხარისხის კონტროლისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე მოიპოვა. მისი წარმოებისას მკაცრად კონტროლდება ნედლეული, რომლითაც კოსმეტიკური პროდუქტები მზადდება და ყველა მათგანს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი GAP სტანდარტის მიხედვით. ბრენდის ასეთმა მიდგომებმა მას პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად მოუტანა, მათ შორის საქართველოშიც. მომხმარებლის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით PSP მიზონის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა.

„მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია, განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპისთვის. ბრენდის „საიდუმლოს“ კი ყველაზე პოპულარული „მიზონის“ ლოკოკინის ხაზი წარმოადგენს, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული და კანს ელასტიურობას, ნათელ ფერსა და ტონუსს მატებს.

ბრენდის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც კომპანია NABION-ი დაფუძნდა. თავიდან ის კვლევით ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც EDUTE HOUSE, INNISFREE და სხვა ბრენდებისთვის პროდუქტებს აწარმოებდა. მოგვიანებით კი NABION-მა საკუთარი ბრენდი „მიზონი“ შექმნა.

2012 წელს NABION კორპორაცია COSON CO-ს ჯგუფის წევრი გახდა, რომელსაც კორეის მთავრობის სპეციალური პრიზი აქვს მიღებული სამეცნიერო მიღწევებისთვის.

ფაქტია, რომ ასეთი წარსულის მქონე ბრენდისთვის, რომელიც აწმყოში უკვე მომავლის სტანდარტებს ნერგავს, მნიშვნელოვანია ყოველი ახალი პარტინიორობა:

„პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ დავიწყეთ PSP-სთან თანამშრომლობა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ ასევე ვგეგმავთ ქართველ მომხმარებელზე გათვლილი სხვა პროდუქციის შეთავაზებას“, აღნიშნავს PFD-ს (მიზონის მწარმოებელი კომპანიის) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ქუანგ ნანგუნგი.

ღონისძიების სტუმრები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები, თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვა ცნობილი სახეები, თვლიან, რომ კორეული კოსმეტიკის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია სილამაზის ინდუსტრიაში.

ანი ჟღენტი: „PSP ორიენტირებულია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებზე, ის კორეული კოსმეტიკის პირველი დისტრიბუტორია საქართველოში. დღეს მიზონის ლოკოკინის ექსტრაქტზე დამზადებული კოსმეტიკა ყველაზე მოთხოვნადია. PSP-სთვის ეს საწყისი ეტაპია, რადგან ის აგრძელებს კორეული სილამაზის პროდუქტების შეთავაზებას თავისი მომხმარებლისთვის“.

ქრისტი ყიფშიძე: „ქართულ ბაზარზე „მიზონის“ შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება მოიხმაროს ნატურალურ ექსტრაქტზე დამზადებული პროდუქცია. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მის ყველაზე მომხიბვლელ უნარს ‒ შეაფერხოს ნაოჭების წარმოქმნა. ეს უნარი აჩენს შანსს ავცდეთ ინექციების მოხმარებას და ბუნებრივი გზით შევინარჩუნოთ სილამაზე“.

ირინა ონაშვილი: „ძალიან მაგარია, როდესაც კორეული კოსმეტიკა ჩვენი შთამბეჭდავი ვიზუალის გარანტი იქნება. ასევე, ეს ბრენდი ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით, დაგვეხმარება აღმოვფხვრათ სახის კანთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომლებიც ძალიან ბევრ ჩვენგანს აწუხებს“.

თორნიკე გურული: „რატომ მიზონი? – მას რამდენიმე ძირითადი ხაზი აქვს:

პირველი – ლოკოკინის მუცინი

მეორე – შავი ლოკოკინის სპეციალური ხაზი

მესამე – კოლაგენის შემცველი პროდუქტი, რომელიც იწვევს კანის რეგენერაციას.

ზოგადად კი, ლოკოკინა ცხოველური პროდუქტია, რაც ახლოს დგას ადამიანის კანთან. ასე რომ, უნიკალური პროდუქტია თვითონ „მიზონიც“ და კორეული ტრენდიც, რომელიც საქართველოში ძალიან საინტერესო იქნება“.

ღონისძიება შედგა.

წინ კიდევ ბევრი სიახლე გველოდება.

„მიზონის“, როგორც უმაღლესი ხარისხის გარანტის და PSP-ს ერთობლიობა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამ ლიდერი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი და მისი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებაა.