მეტი ქალი ტურიზმში – ინტერვიუ Elif Balci-სთან

რა არის ICCA-ს მთავარი მიზანი და როგორ ხედავთ ICCA მომავალი განვითარების პროცესს?

ICCA-s ევროპის რეგიონალური ოფისი წარმოადგენს და ლობირებს ევროპის რეგიონის 500ზე მეტი წევრის ინტერესებს, რომლებიც არიან გადანაწილებულები 6 თავზე.  ICCA Europe სწრაფი ზრდა და პროგრესი განიცადა – წევრებად გვემატებიან ახალი ქვეყნები და კომპანიები.  ჩემი ფუნქცია, როგორც ICCA-ს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორის, ითვალისწინებს ჩვენს მრავალ კომპანიასთან და ორგანიზაციასთან მუშაობას ევროპის მასშტაბით რომ გავაგრძელოთ ევროპის მხარდაჭერა, რომელიც კრიტიკულ როლს ასრულებს საერთაშორისო შეხვედრების ბაზარზე. ამჟამად, საერთაშორისო ასოციაცების შეხვედრების 50%ზე მეტს ევროპა მასპინძლობს თუმცა სხვა მსოფლიოს სხვა რეგიონებიც ძალიან სწრაფად და ძლიერად ვითარდებიან და იზრდებიან. ევროპა საკვანძო როლს ასრულებს როგორც მოწინავე ბაზარი და აქვს შესაძლებლბობა რომ ასევე კრიტიკული როლი ითამაშოს სამომავლო გლობალური შეხვედრების ინდუსტრიის განვითარებაში. ვფიქრობ, შესაძლებლობების შექმნა სხვა ICCA-ს რეგიონებთან კოოპერაციით ძალიან მნიშნვნელოვანია ჩვენი ევროპის წევრებისთვის. 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ და განვითარებად მიმართულებზე ევროპის მასშტაბით – ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ლოკალურ მთავრობასთან, ლოკალურ ბიუროებთან და ტურიზმსთან რომ განვავითაროთ რეგიონალური ასოსიციაცების ბაზრის სეგმენტები. მსგავსი პარტნიორობის ფოკუსი საერთაშორისო bidding-ზე ეროვნული სტრატეგიული მიდგომების გაუმჯობესებაა, ასევე networking პლატფორმების შემქნა ლოკალურ ICCA წევრებსა და ასოციაციებს შორის და ბიზნესის შემოტანა ლოკალური და ევორნული მიმარულებისთვის.  ICCA იცვლება იმისთვის რომ უფრო მორგებული სერვისი შევთავაზოთ ჩვენს წევრებს ყველა რეგიონში

როგორ გეხმარებათ თქვენი განათლება და გამოცდილება მარკეტინგსა და კომუნიკაციებში ახალი პოზიციაზე მიზნების შესასრულებლად? 

პირველ რიგში, მინდა ვთქვა რომ ძალიან მიყვარს ის რასაც ვაკეთებ ვაკეთებ უნივერსიტეტიდან მოყოლებული. მე ვისწავლე კომუნიკაციები, რეკლამა და მედია და ყოველთვის მომწონდა აკადემიური ცხოვრება და პროფესიული ბიზნეს ცხოვრება. კომუნიკაციები, ტურიზმი და შეხვედრების ინდუსტრია მულტიდისციპლინალური სფეროები რასაც აკავშირებ და მუშაობ ხალხთან, პროდუქტებთან და კომპანიებთან სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა კულტურიდან და სხვადასხვა გონებიდან. ჩემი გამოცდილება მეხმარება რომ ვიფიქრო უფრო ფარტოდ – ასეთ ცვალებად მსოფლიოში, ჩვენ მუდვმივად უნდა ვიპოვოთ პრობლემებზე გამოსავალი. 

როგორ ხედავთ საქართველოს ტურიზმის პოტენციალს, რა არის ყველაზე მნიშნველოვანი მხარეები პატარა ქვეყნის, რომელსაც ბევრი დაბრკოლებები აქვს?

ადგილობრივ ინდუსტრიას შესაძლებლებლობა აქვს სწრაფად ზრდის და დაკავშირების, განსაკუთრებით, როდესაც ამას ძლიერი ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ. საქართველოს ტურიზმის ასოციცია და საქართველოს Convention & Exhibition Bureau ძალიან კარგად მუშაობენ და ძალიან სერიოზულ და წარმატებულ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის რომ საქართველო ჩამოყალიბდეს სწრაფად განვითარებად შეხვედრების ინდუსტრიის დანიშნულებად. 

საქართველოს ძალიან სტრატეგიული მდებარეობა აქვს – ის არის საინტერესო გზაჯვარედინზე ბევრი საინტერესო მიმართულების და ბაზრების, ამავედროულად ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება. 2018 წლის ოქტომბერს ვესტუმრე საქართველოს და ეხლა როდესაც მაისში დავბრუნდი და ძალიან განვითარდა – ახალი სასტუმროები გაიხსნა, რაც არაჩვეულებრივია. საქართველოს დაიწყო ძალიან აქტიური როლის თამაში რეგიონში და შესაძლებლობა აქვს რომ წინ წაუძღვეს რეგიონალურ განვითარებას. 

როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს საინტერესო მოთამაშე გლობალურ ტურიზმში?

უკვე ძალიან მყარი თანამშრომლობაა ICCA-სა და  Georgia Convention Bureau შორის – საქართველო უკვე შეხვედრების დამგეგავების რადარზეა არა მხოლოდ ევროპაში არამედ ახლო აღმოსავლეთშიც. როდესაც საქმე ეხება ტურიზმის პოტენციალს ზრდას, მათ შორის შეხვედრების ინდუსტრიის გაზრდას, საქართველოს რამოდენიმე უპირატესობები აქვს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ასევე ის ფაქტიც რომ თქვენი სამივე საერთაშორისო აეროპორტი 40 ავიახაზთან თანამშრომლობს. ამავედროულად, ის ფაქტიც რომ თქვენი ქვეყანა short-haul მიმარუთლებაა ახლო აღმოსავლეთისთვის ძალიან დიდ პოტენციალს წარმოადგენს – ვფიქრობ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი უკვე გახდნენ საკვანძო ბაზრები, რაც თავისუფალი საჰაერო მიმოსვლის დამსახურებაცაა. 

ამასთან, ICCA-ს უკვე ყყავს 3 მოწინავე ქართული კომპანია და ორგანიზაცია – Georgia Convention & Exhibition Bureau, Premium Events and Grata DMC. ეს განვითარებები და საქართველოს წარმატება ICCA წევრობის გაზრდას გამოიწვევს და ვფიქრობთ რომ ICCA მალე კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში.

საქართველო დღეს სწრაფად იზრდება საერთაშორისო შეხვედრების ინდუსტრიაში და ძალიან გვიხარია რომ ვხედავთ საჯარო და კერძო სექტორის ენთუზიაზმს და მოტივაციას რომელმაც შესაძლოა კიდევ სხვა საერთაშორისო შეხვედრები და ღონისძიებებიც მოიზიდოს. 

რა არის ტურიზმის სფეროში გლობალური ტრენდები და როგორ შეიძლება საქართველოც ნაწილი გახდეს ამ ტრენდების?

ICCA ცოტა ხნის 2018 წლის ქვეყნებისა და ქალაქების რეიტინგები  გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ ერთი წარმატებული წელია ასოციაციის შეხვედრების ბაზრისთვის, ხოლო გლობალური შეხვედრების ინდუსტრიის სავაჭრო ასოციაციამ მოიპოვა საერთო ჯამში 12,937 ასოციაციის შეხვედრები 2018 წელს, რაც  379-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. ეს ახალი რეიტინგები მიუთითებს რომ ინდუსტრია სწრაფად იზრდება და ვითარდება.

ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ამ შეხვედრების რიცხვი ყოველ ათ წელიწადში გაორმაგდა. ბოლო წლების მანძილზე ზრდა უფრო მომწიფდა, მაგრამ მაინც მყარი ზრდის ნიმუშად გადაიქცა – მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნაწილებში გაიზარდა არაელობა და  არაპროგნოზირებადი გარემოა. 

 უფრო მეტიც, ჩვენ ვცხოვრობთ სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების თვალსაზრისით რევოლუციური ცვლილებების დროს, რომლებიც ტრადიციულ ასოციაციურ სფეროებს ცვლიან – როგორიცაა ჯანდაცვა და ვაჭრობა. საერთაშორისო ასოციაციები უფრო მეტად საჭიროებენ შეხვედრის აუცილებლობას.

გერმანიის კონვენციის ბიუროს ICCA- ს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც იკვლევდა მეგატრენდებისრომლებიც გავლენას ახდნენ  შეხვედრებისა და კონვენციის ინდუსტრიის ჩამოყალიბების, ინტერაქციული ღონისძიებები უფრო მნიშვნელოვანი იქნება მომავალში და ერთ-ერთ ცენტრალურ როლს დაიკავებს მომავალში წარმატების მიღწევაში.

შეგიძლიათ ისაუბაროთ 3 ძირითად მიმართულებაზე, რომელიც საქართველომ უნდა დახვეწოს?

ჩვენ ვამჩნევთ, რომ ჩვენი წევრები თანამშრომლობენ საზღვრებს აგრეთ, რათა მოიზიდონ უფრო მეტი ასოციაციის შეხვედრები თავიანთ ქვეყნებში: ჩვენ ვხედავთ იმ ქვეყნების რიცხვის ზრდას რომლებიც ცდილობენ თავიანთი რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას ორი გზის საშუალებით. პირველ რიგში, ისინი იყენებენ თავიანთ რეგიონალურ ქსელებს – ასოციაციისა და შეხვედრების მომწოდებლებისთვის, რათა მოიზიდონ მეტი საერთაშორისო ბიზნესი რეგიონისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის –  ეროვნული ეკონომიკის სასარგებლოდ. მეორე, ისინი მუშაობენ საკუთარი ეროვნული ასოციაციების და შეხვედრების მომწოდებლების მეშვეობით, რათა ჩატარდეს რეგიონალური ღონისძიებები. 

ეს სტრატეგია, თავის მხრივ, ხელს უწყობს შეხვედრების ინდუსტრიის ზრდას. კვლევა ჩატარებული ICCA- ს სკანდინავიის სახელობის ასოციაციის ექსპერტთა სემინარი და ახალი ევროპის რეგიონის მუშაობა რეგიონალურ საჭიროებებზე მორგების  წარმატებული მაგალითებია. საქართველოს შეუძლია დაიწყოს რეგიონალური თანამშრომლობა და კოლაბორაცია – რეგიონი ძალიან სწრაფად ვითარდება. 2019 წელს ასოციაციის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონალური ჩართულობისთვის.

მე არ მინდა ამ შესაძლებლობის გამოტოვება და მინდა გკითხოთ თქვენს PHD-ზე-  რა როლი აქვს სტრატეგიული კომუნიკაციებს დანიშნულების სურათის შესაქმნელად, რა არის თქვენი შეხედულებები და პირველი აღმოჩენები?

დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით ჩემს ამჟამინდელ PHD თეზისის შესახებ რომელიც  დანიშნულების მარკეტინგის განიხილავს. სამწუხაროდ, ძალიან დატვირთული სამოგზაურო გრაფიკი მაქვს, ჯერჯერობით არ მაქვს შესაძლებლობა დავასრულო. Მისი დასრულება ჩემი 2019 წლის გეგმებში შედის. ჩემი ფოკუსია რომ განსაზღვრო  დანიშნულების პროდუქტის სირთულე და მისი იმიჯი და ხაზი გავუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას დაგეგმვასა და პრაქტიკაში. DMOs იღებენ უფრო აქტიურ და წამყვან როლებს მიმართულებების ჩამოყალიბებაში. ბრენდინგის პროცესი არის კონსესუსი –  აშენების პროცესსში მოანწილეობას იღებენ, მაცხოვრებლები, ბიზნესი და საჯარო სექტორი.

ეს ინტერვიუ Forbes Woman-ისთვისაა, მინდა გკითხოთ რა როლი უკავიათ ქალებს ბიზნესში და ტურიზმის სფეროში. ბევრ ქალს, მსოფლიოს მასშტაბით, სჭირდება გაძლიერება, თქვენ, როგორც ქალი, როგორ ხედავთ თქვენს პერსონალურ  როლს ამ პროცესში? როგორ შეგვიძლია თანასწორობის მიღწევა?

ჩვენ ვხედავთ ქალებს ნებისმიერპოზიციაზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ინდუსტრიის მაღალ თანამდებობებზე ქალების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. ჩვენი ინდუსტრია მოითხოვს ბრძნული აზროვნებას,  ძლიერ პოზიციას და multitasking-ს  – ეს უნარ-ჩვევები ბევრ ქალს აქვს.  

ქალები მთელს მსოფლიოში უფრო ძლიერიები არიან ვიდრე ეს ჩვენ გგვონია და აღიარებულია. არა მხოლოდ ბიზნეს ქალები; ძალიან მტკიცედ მჯერა, რომ ყველა ქალი, მთელს მსოფლიოში; ახალგაზრდა გოგონები, დედები სახლში და ა.შ –  ძალიან ძლიერები არიან და ყველას აქვს ძალა რომ მსოფლიო შეცვალოს. ათასობით წლის მანძილზე მრავალ კულტურაში, ქალებს კულისებში ტოვებდნენ და მათი როლი ბიზნესში და საზოგადოებაში არ იყო ხაზგასმული ან დაფასებული. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ქალები კი არ იცვლებიან და ძლიერდებიან,  ჩემი აზრით ჩვენი დედები, ბებიები ძალიან ძლიერები იყვნენ და საზოგადოებაში ლიდერობდნენ, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ და მამაკაცები იღებდნენ მადლიერებას და დაფასებას მიღწევებისთვის. ახლა ქალთა აღორძინებასთან ერთად, ქალების როლი და მათი წარმატება უფრო თვალსაჩინოა, რაც აძლიერებს სხვებს.

ისტორიას მოგიყვებით – მე ვარ თურქი და ჩემი ოჯახი ეგეოსის რეგიონიდანაა და ჩვენი კულტურაა, რომ ქალები ძალიან ძლიერი და ძვირფასი არიან. მამები ყოველთვის გამოხატავენ სიყვარულს და პატივისცემას მათი გოგო შვილების მიმართ. მე ერთადერთი შვილი ვარ ოჯახში, შესაბამისად არ შემიძლია შევადარო თუ როგორ მოექცეოდა მამაჩემი ბიჭ შვილს თუმცა მე  მე ყოველთვის მქონდა საშუალება და უფლება მიმეღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები, არასდროს მქონია აკრძალვები ან ბარიერი ჩემი კარიერისთვის რადგან გოგო ვიყავი. Პირიქით, ისინი მუდმივად გვერდში მედგნენ რომ მქონოდა წარმატება სკოლაში და პროფესიულ კარიერაში, რათა უკეთესი მომავალი მქონოდა. 

მე დავქორწინდი ძალიან ადრეულ ასაკში 22 წლისას, ჩემი პირველივე დღიდან მხარს უჭერდა ჩემს კარიერულ გეგმები. შვილი 26 ასაკში შეგვეძინა, იმავე წელს შევიტან  სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაცია და პარალელურად, ვმუშაობდი კონვენციის ბიუროში სადაც მოგზაურეობა მიწევდა წელიწადში თითქმის 100 დღე. ჩემს ოჯახის წევრს ან მეუღლეს ნეგატიური რამ არ უთქვამთ ამასთან დაკავშირებით.  მე ყოველთვის მიხაროდა მათ მხარდაჭერა, მოტივაცია და დაფასება. ყველა ქალს არ აქვს ჩემნაირი კარგი ისტორია მაგრამ ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტორი იყო ის ფაქტი რომ რაც საკუთარი თავი მახსოს, სულ მინდოდა შრომა და სწავლა.  ხედავდნენ და აფასებდნენ რომ მხოლოდ ესე შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი.  როდესაც ICCA- მ მიმიწვია მათ გუნდში და ამსტერდამში გადავაედი საცხოვრებლად, ჩემმა მეუღლემ და ოჯახმა მხარი დამიჭირა. მეუღლე და შვილი დღემდე სტამბულში ცხოვრობენ და მე ნაწილობრივ ვცხოვრობ და ვმუშაობ ამსტერდამში.  

ჩვენი ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ და დავანახოთ, რა გვინდა და რა მოგვიტანს ბედნიერებას. განსაზღვრა აუცილებელია. ასევე გოგონა ხელშია აირჩიოს ადამიანი, რომელიც მას ხელს შეუწყობს და წაახალისებს  მის კარიერას. რეალური თანასწორობა ჩვენი გადაწყვეტილებებით მოდის.

როდესაც მე ვსტუმრობ საქართველოს, ვხედავ, რომ ქართველი ქალებიც ძალიან ძლიერები და აქტიურები არიან მათ საქმიანი და სოციალურ ცხოვრებაში. ICCA- ს ასევე მხარს უჭერს “She Means Business”  ინიციატივას, რომელიც მრავალფეროვნებას, გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას ეხება.

გასულ წელს დუბაიში ჩვენი კონგრესის დროს, ICCA-მ ღონისძიება გამართა ქალთა უდიდესი წვლილის შესახებ შეხვედრების ინდუსტრიაში, ათი ქალი ასოციაციის  საზოგადოებიდან დაჯილდოვდა ICCA- ის პრეზიდენტის ნინა ფრეიზენ-პრეტორიუსის მიერ. ფრეიზენ-პრეტორიუსი, ICCA-ს მეორე ქალი პრეზიდენტია, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო ამ პოზიციაზე და ვადა 2018 წელს ამოეწურა.  მან მადლობა გადაუხადა მისი ინდუსტრიის პარტნიორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი მხარდაჭერი მისი პრეზიდენტობის დროს.

ავტორი: გვანცა კიკალიშვილი