კორეული გიგანტი HYUNDAI ანაკლიის პორტში

23-25 სექტემბერს ანაკლიას სტუმრობდა Hyundai Samho heavy industries წარმომადგენელი კორეიდან. შეხვედრა გაიმართა ანაკლიის პორტის გენერალურ დირექტორთან. ლი სენგ-ბუმ, ტექნიკურ გუნდთან ერთად მოინახულა სამშენებლო მოედანი და ტერიტორიები, სადაც მშენებლობის პროცესში უნდა განთავსდეს Hyundai-ს მიერ წარმოებული გიგანტური ამწეები.

შეგახსენებთ, Hyundai Samho Heavy Industries მსოფლიოში სიდიდით მესამე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ანკალიის განვითარების კონსორციუმმა გააფორმა ხელშეკრულება ოთხ ერთეულ ე.წ STS (Ship-to-shore) ამწეების შესყიდვის თაობაზე. STS ტიპის ამწეები საქართველოში პირველად დამონტაჟდება ანაკლიის პორტში. იდენტური ამწეებით ოპერირებენ ისეთი დიდი ტვირთბრუნვის მქონდე პორტები, როგორებიცაა სინგაპური, შანხაი, როტერდამი, პანამა და სხვა.

წყარო: ანაკლიის პორტი Anaklia Port
ფოტოები: Hyundai Heavy Industries