ანალიტიკურმა და კონსტალტინგურმა კომპანიამ “ეისითიმ” ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში – ბულგარეთი, ხორვატია, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, მოლდოვა, ჩერნოგორია და რუმინეთი, ჩატარდება ფინანსური წიგნიერების კვლევა.
პროექტის შედეგების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მთავრობები შეძლებენ დაგეგმონ მიზნობრივი სტრატეგიები ფინანსური წიგნიერების ამაღლებისა და შესაბამისი ინდიკატორების გაუმჯობესების მიზნით.
აღნიშნული პროექტი ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და პატრონაჟით ხორციელდება, რის შედეგადაც, კომპანია “ACT” ოპერაციებს აღმოსავლეთ ევროპაში აფართოებს და მის პორტფოლიოში ამატებს ხუთ ახალ ქვეყანას.