ირანის პრეზიდენტი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების არჩევნების შედეგები სახელმწიფო ლიდერებისათვის უმნიშვნელოა. მისი თქმით, მათთვის მთავარია, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში პატივი სცეს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართალს.

File photo: Reuters

„თეირანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეერთებული შტატების მომდევნო ადმინისტრაციის პოლიტიკაა და არა ის, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს,“ – აღნიშნა რუჰანიმ.

წინასაარჩევნო დაპირებებში დემოკრატი ჯო ბაიდენი ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ხშირად საუბრობდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა, რამაც ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნოდ თეირანთან ახალი შეთანხმების გაფორმებაზე საუბრობდა, რომელიც ირანის სარაკეტო პროგრამასა და რეგიონალურ მხარდამჭერებს შეეხებათ. თუმცა ირანმა უარი თქვა ყოველგვარ მოლაპარაკებებზე მანამ, სანამ შეერთებული შტატები ბირთვულ შეთანხმებას არ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 3 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა შედეგები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.