ინგლისში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი სამედიცინო დაწესებულება მზადდება.
საავადმყოფოს მოწყობაში ინგლისის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ და ის ExCel London-ის შენობაში გაიხსნება. ახლადგახსნილ Nightingale-ის საავადმყოფოში განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს მოათავსებენ. ასეთი პაციენტებისთვის ჟანგბადის ნიღბებით აღჭურვილ 500 ადგილს უზრუნველყოფენ. საავადმყოფოს 2 განყოფილება აქვს და ჯამში 4 000 პაციენტზეა გათვლილი.
ახალი დაწესებულების გახსნის აუცილებლობა ინგლისში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში ინგლისში 260 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი ამ დროისთვის 1000-ს აჭარბებს.
იხ. ფოტოები სამუშაო პროცესიდან: