თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ლარზე ზეწოლის შემდეგ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებითა და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაშიკონვერტაციებით იყო გამოწვეული, ბაზარზე აღნიშნული კონვერტაციების შებრუნების ნიშნები გამოჩნდა. საკუთრივ,როგორც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიური მონაცემების შეფასება მიუთითებს, ლარის დეპოზიტების ზრდაწინა, თვესთან შედარებით, გაძლიერდა. ვალუტის დეპოზიტები კი, მნიშვნელოვნად შემცირდა. ლარისა და ვალუტისდეპოზიტებს შორის რეკორდულად მაღალმა საპროცენტო დიფერენციალმა, არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტისშედარებითი სტაბილურობის პირობებში, ლარში ინვესტირება უნდა გააძლიეროს.
სამომავლოდ, ლარისადმი გაზრდილი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანიქაღალდების მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, თუმცა, ისტორიულად, ეს უფრო მეტად აშშ დოლარისგანაკვეთებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება თავად აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს, გასული კვირა ლარისთვის პოზიტიური არ იყო. კერძოდ, აშშ-შიინფლაციამ 1990 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია – ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თ/თ 0.9%-ით(მოსალოდნელი 0.6%-ის ნაცვლად), წლიურად კი 6.2%-ით (მოსალოდნელი 5.9%-ის ნაცვლად) გაიზარდა. ამ მხრივ,გასული თვე გამონაკლისი არ იყო და წინა 7 თვიდან 5-ის შემთხვევაში ფასების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელიმოსალოდნელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც არსებული ინფლაციის გარდამავალ ბუნებასა და ბოლო რამდენიმეFOMC შეხვედრაზე გაცხადებულ ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო რბილ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეების უმეტესობა 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. აშშ-ისმონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად, დოლარი ევროსთან მიმართებით ერთდღეში 7%-ზე მეტით გამყარდა.
სამომავლოდ, მოკლევადიან პერიოდში, დოლარის გაძლიერების ალბათობა როგორც ჩანს უფრო მაღალია, თუმცასაშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი კაპიტალი ფსონს მაინც შედარებით ძლიერ ევროზე დებს. რაცშეეხება ლარს, თიბისი კაპიტალის მოლოდინი ძირითადად უცვლელია – სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება,მაგრამ ამავდროულად გლობალურად აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 15 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე