ვინ არიან თალიბანთან მოლაპარაკებებში ჩართული ავღანელი ქალები?

2020 წლის დასაწყისში აშშ-სა და თალიბანს შორის გაფორმებული შეთანხმება პოტენციურად ზრდის შანსს, რომ ქვეყნის სათავეში კვლავ თალიბანი დაბრუნდეს, რაც აშინებს ავღანელ ქალებსა და გოგონებს. მიზეზი კი შეიარაღებული დაჯგუფების პოლიტიკური წარსულია. ამის საპირისპიროდ, ოთხი ქალბატონი, რომლებიც მოლაპარაკებების ჯგუფის ოცდაერთკაციანი შემადგენლობის წევრები არიან, ავღანელ მოსახლეობას პირდებიან, რომ მათი მიზანი იქნება ქალთა უფლებების შენარჩუნება ქვეყანაში.

სამშვიდობო შეთანხმება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით შედგა და იგი ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. ამის გარდა, შეთანხმების მიხედვით ქვეყნის მთავრობამ და შეიარაღებულმა ორგანიზაციამ ტყვეების განსაზღვრული რაოდენობა უნდა გაცვალონ. მოლაპარაკებების მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯებით ავღანეთში 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი დასრულდება და შენარჩუნდება თალიბანის მმართველობის დასრულების შემდგომი პროგრესი.

Members of the Afghan government delegation – (left to right) Fawzia Koofi, Sharifa Zurmati Wardak and Habiba Sarabi – after the opening of the historica intra-Afghan peace negotiations with the Taliban in Doha, Qatar, September 12, 2020 [Sorin Furcoi/Al Jazeera]

ოთხი ქალბატონი კი, რომლებიც ამ პროცესში უშუალოდ არიან ჩართულნი წლების განმავლობაში იბრძოდნენ ავღანეთში ქალებისათვის განათლების უფლების მოსაპოვებლად. ჰაბიბა სარაბი, ფატიმა გაილანი, შარიფა ვარდაქი და ფავზია ქუფი არიან ქალები, რომელთაც, განსხვავებული წარსული გამოცდილებისდა მიუხედავად, საერთო მიზნები და მისწრაფებები აერთიანებთ და მათთვის იბრძვიან.

დოჰაში, კატარში გამართული შეხვედრების დროს ისინი აცხადებენ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა და განათლება არ უნდა იყოს კამათისა და მსჯელობის საგანი.