ერთლიანი პროტესტის შემდეგ, გრეტა ტუნბერგი სკოლაში ბრუნდება. ამის შესახებ შვედმა გარემოსდამცველმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა. „ჩემი აკადემიური წელი დამთავრდა და სკოლაში დაბრუნება ძალიან მიხარია!“ – წერს ტუნბერგი.
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში გრეტა ტუნბერგი 2019 წლის ივნისში ჩაერთო, როცა სკოლიდან წამოვიდა და გარემოთან დაკავშირებული პრობლემები და მათ მიმართ პოლიტიკოსების გულგრილობა ქუჩაში გააპროტესტა. მას მერე ტუნბერგის მოძრაობას მილიონობით ადამიანი შეუერთდა, მათ შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და მსახიობი, არნოლდ შვარცნეგერი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ტუნბერგმა „გულბენკიანის ჯილდო“ მოიპოვა, თუმცა შვედმა თინეიჯერმა განაცხადა, რომ მთელ პრიზს, ერთ მილიონ ევროს, გლობალურ დათბობასთან მებრძოლს საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოახმარდა.