ქართველი ილუსტრატორის “სურათებიანი წიგნი” – “დაბნეული” Picturebook Makers-სა და dPICTUS-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, 48 რჩეულ ნამუშევარს შორის მოხვდა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სპეციალურ სექციაში იქნება წარმოდგენილი.
30 გამომცემლისგან შედგენილმა ჟიურიმ ეკა ტაბლიაშვილის წიგნი 60 ქვეყნიდან წარდგენილ 350 პროექტს – ჯერ კიდევ გამოუცემელ წიგნებს შორის შეარჩია.
2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო კვლავ იქნება წარმოდგენილი ეროვნული სტენდით, ლიტერატურითა და ბიზნეს პროგრამით.
დანარჩენი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://dpictus.com/unpublished