აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აქტიურადაა ჩართული პროცესში, რომელიც სუდანის ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიიდან ამოღებას ითვალისწინებს.
ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით ის ცდილობს, დაათბოს ურთიერთობები სუდანსა და ისრაელს შორის, რაც არჩევნების წინ წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვლება საგარეო პოლიტიკის კუთხით.
სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, თქმით, სუდანის ზემოთქმული სტატუსის გაუქმება ოქტომბრის შუა რიცხვებში იგეგმება. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე მიაღწია შეთანხმებას, რომ ზემოთქმული განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუკი სუდანის მთავრობა გადაიხდის ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაზარებული ოჯახებისთვის კომპენსაციას. ხელშეკრულება ითვალისწინებს 1998 წელს კენისასა და ტანზანიაში სალჩოს დაბომბვით მიყენებულ ზიანს. ასევე, 2000 წლის ტერაქტს USS Cole-ის წინააღმდეგ, რომლისთვისაც სუდანის ახალ დაფინანსებულ მთავრობას 335 მილიონი დოლარის გადახდა აქვს დაკისრებული.
სუდანის ადვოკატებმა აშშ-ში განაცხადეს, რომ დამატებით მათ უკვე გადაიხადეს 72 მილიონი დოლარი, რაც ამ ეტაპზე იმაზე მეტია, ვიდრე სუდანს ეს შეუძლია.
მეორე მხრივ, შეთანხება ხელს შეუწყობს სუდანის პოზიციების აღდგენას საერთაშორისო ასპარეზზე, რაც, ასევე, მას საშუალებას მისცემს, სახელმწიფოში განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. თავის მხრივ, პრობლემად რჩება ისრალთან ურთიერთობის საკითხი, რაზეც კომენტარს არ აკეთებენ სუდანის მხრიდან. ტრამპისთვის კი ისრაელ-სუდანის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება სიგნალი მის მიერ შემოთავაზებული გეგმის „მშვიდობა კეთილდღეობისთვის“ მუშაობისა, რაც საბოლოო ჯამში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის გზაა.
გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნულს ამერიკაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. განსაკუთრებით მწვავედ გააკრიტიეს გადაწყვეტილება თავდასხმებით დაზარებულმა ოჯახებმა, რომელთა წამომაგენელი ადვოკატები მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ საკუთარ მოქალაქეებს მეტი ღირებულება მიანიჭონ. 9/11 ტერაქტის მსხვერპლთა ადვოკატებმა შეშფოთება გამოთქვეს, ვინაიდან ხელშეკრულებაში საუბარი არ არის ტერაქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციაზე. ადვოკატები აცახდებენ, რომ თანაბარ მოპყრობას მოითხოვენ ყველა მსხვერპლის მიმართ.