Florida Keys-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აშშ-ში პირველად გამოეცადათ გენმოდიფიცირებული კოღოები, რომლებიც სხვადასხვა მავნებლებთან და დაავადებებთან საბრძოლველად გამოიყენებიან.
Oxitec-მა უკვე მიაწოდა რამდენიმე მილიარდი დივერსიული მამრი კოღო სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის, ბრაზილიას, სადაც გავრცელებულია ზიკას ვირუსი და დენგეს ცხელება.
„ფლორიდის კოღოების ჯგუფი“ არ იქნება პირველი გენმოდიფიცირებული მწერების ჯგუფი აშშ-ს ტერიტორიაზე. პირველი გენმოდიფიცირებული მწერი, რომელიც, ასევე, Oxitec-მა გამოუშვა, იყო ბუზი, რომელიც ბამბის მავნებლებთან საბრძოლველად გამოიყენეს. საინტერესოა ისიც, რომ კოღოები იკვებებიან ყვავილის ნექტრით და არა – სისხლით.
მცირედი დივერსიული გენეტიკა მამრ კოღოებში ნელ-ნელა მოკლავს მდედრ შთამომავლობას. მდედრ კოღოებთან შეჯვარების შემდეგ, მამრი კოღოებისგან შთამომავლობა მემკვიდრეობით მიიღებს გენს, რომელიც შეამცირებს მდედრი კოღოების გაჩენის ალბათობას. შედეგად კოღოების პოპულაცია შემცირდება და მარტივად კონტროლირებადი იქნება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ენტომოლოგი, ნატაშა აგრამონტე, ამბობს, რომ პროექტის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებები უფრო მეტად უკავშირდება მთავრობისა და ბიზნესის შესახებ ეჭვებს, ვიდრე – კოღოების ანატომიას ან გენეტიკას. პროექტი რამდენიმე ათწლეულია, ვითარდება და მისი პრაქტიკული ნაწილი 2021 წლის 1 იანვრიდანაა დაგეგმილი.