ცნობილი გაცნობის აპლიკაცია Bumble, სადაც “პირველ ნაბიჯს” ქალები დგამენ, დროებით თავის ყველა ოფისს დახურავს. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზია თანამშრომლების კოლექტიური ბრძოლა გადაღლასა და სტრესსთან.
photo – nytimes
კომპანიას მსოფლიოს გარშემო 700 თანამშრომელი ჰყავს. ფირმის ერთერთმა მაღალჩინოსანმა აპლიკაციის დამფუძნებლის გადაწყვეტილება Twitter-ზე გამოაქვეყნა. პერსონალის თქმით, უიტნი ვულფმა “ინტუიციურად იგრძნო ჯგუფური გამოფიტვა”, ამიტომ ჯერ კიდევ აპრილში სტაფს გამოუცხადა ივნისში ერთკვირიანი საყოველთაო შვებულების შესახებ.
Bumble-ს სხვა ფირმებთან შედარებით დატვირთული წელიწადი ჰქონდა. ვინაიდან საფონდო ბირჟაზე მათი დებიუტი ახლახან მოხდა, ხოლო პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – კომპანიას მოულოდნელად ბევრი სამუშაო აღმოაჩნდა.
ასევე, პრესსპიკერმა მედიას აცნობა, რომ ამ კვირის განმავლობაში თანამშრომლების მცირე ჯგუფი დარჩება ოფისში. ესენი იქნებიან ადამიანები, ვინც მომხარებლებს ხარვეზების და პრობლემების შემთხვევაში დაეხმარება. თუმცა ფირმა აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ პერსონალის ამ ჯგუფმაც მიიღოს კუთვნილი შვებულება.
Bumble-ის დამფუძნებელი, უიტნი ვულფი, ამბობს, რომ მისი მიზანია ინტერნეტი გახდეს უფრო “კეთილშობილური, უფრო მიმღებლური ადგილი”. ის, ასევე, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად გამოიმუშავა მილიარდი დოლარი.
წყარო: BBC.