ავტორი: ქეთა ბაღაშვილი
შემთხვევითობა არ არის, რომ გაზაფხულის მეორე თვე, აპრილი, ბუნების გაღვიძებასთან ასოცირდება. ამ დროს არათუ ბუნება, არამედ ჩვენი ორგანიზმიც იღვიძებს და სწორედ გასულ თვეებში მიძინებული პრობლემები იჩენს თავს. ზამთრის მიერ მიყენებული სტრესიც ჩვენს კანზე სწორედ გაზაფხულზე აისახება. ამიტომ წელიწადის ამ დროს კანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
ადამიანის სახის კანი მისი ცხოვრების სტილის ყველაზე მარტივი ინდიკატორია. ჩვენს კანზე აისახება არა მხოლოდ ის, თუ როგორ ვუვლით მას, არამედ როგორ ვიკვებებით, რამდენად სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და როგორ ვუმკლავდებით მას. შესაბამისად , ჩვენი ნერვულ-მგრძნობელობითი, მეტაბოლიზმისა და რიტმული სისტემების კავშირების გააზრება, სახის კანზე დაკვირვების მეშვეობით, დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.
გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტიურდება კანის მგრძნობელობა და იმატებს ალერგიული ფონი, შესაბამისად, ეს პერიოდი მგრძნობიარე კანის ტიპის მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, რთულია. ტემპერატურული ცვლილება, ქარი, მზე, მტვერი- ეს სწორედ ის გარემო ფაქტორებია, რომლებიც ზემოქმედებენ სახის კანზე. თუმცა, არსებობს შინაგანი აგრესიული ფაქტორებიც (ემოცია, დაღლილობა, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, ცხელი სასმელი, ცხარე საკვები და ა.შ.) , რომელიც არანაკლებ ზიანს აყენებენ ჩვენს კანს.
სახის კანზე გარდა ზემოჩამოთვლილისა, ხშირად აისახება ანთებითი პროცესებიც. კერატინოციტები თავის მხრივ იწვევენ კაპილარული ქსელის გაფართოებას. გართულებული ანთებითი რეაქციები კი ვიზუალურად გვევლინება როგორც სიწითლე, იწვევს წვას და გვიქმნის დისკომფორტს.
როგორ მივხვდეთ რომ ჩვენი კანი მგრძნობიარეა?
მნიშვნელოვანია, რომ კანის მოვლამდე და მის მკურნალობამდე გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს. მგრძნობიარე კანი მარტივად რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე. მგრძნობიარე კანის პატრონები ხშირად გრძნობენ სახეზე წვას და დაჭიმულობას. ასევე ვლინდება ქავილისა და სიმშრალის შეგრძნება, რაც საბოლოოდ იწვევს სიწითლეს. არსებობს მგრძნობიარე კანის უფრო რთული პრობლემა, ვიდრე უბრალოდ ჭარბი მგრძნობელობა. კუპეროზი, იგივე როზაცია, ალერგიული და ინტოლერანტული კანი. მის დროს გამოხატული ნიშნებია: სიწითლე ცხვირისა და ლოყის მიდამოებში, გაფართოებული კაპილარები და სისხლძარღვები. კუპეროზი ძირითადად, 30 წლიდან ვლინდება ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში. კუპეროზის დროს ლოკალურად ხდება ტემპერატურის გაზრდა და კანი კიდევ უფრო მეტ წყალს კარგავს.
მგრძნობიარე კანს ფრთხილი მოვლა სჭირდება იმისთვის, რომ მისი სტრუქტურა დაცული იყოს. მგრძნობიარე კანის მოვლისას განსაკუთრებულ სამსახურს გაგიწევთ ბიოდერმას ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის Sensibo-ს ხაზი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც მგრძნობელობასთან, ასევე როზაციასა და ინტოლერანტულულობასთან გასამკლავებლად. არ უნდა გამოგვრჩეს INSTITUTE ESTHEDERM-ის ინტენსივ სერიაც, რომელიც ყველაზე აქტიური მოლეკულებითა და ზუსტად შედგენილი დოზით სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს უზრუნველყოფს. ჰიპერმგრძნობიარე კანისათვის გამოიყენეთ INSTITUTE ESTHEDERM-ის ინტენსივ სერიიდან ვიტამინი E2-სოს მოლეკულა. იგი შეიცავს ორი სახის, ცხიმში ხსნად და წყალში ხსნად, E-ვიტამინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედის მემბრანას UVსხივებისგან. ამცირებს კანზე გარეგანი გამღიზიანებლების მოქმედებას(UVგამოსხივება, თამბაქოს ბოლი, სტრესი,დაღლილობა, გარემოს არახელსაყრელი პირობები და ა.შ), რაც ასტიმულირებს კანის დაბერების პროცესს. ატენიანებს,მატებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე კრემის ქვეშ.
თუმცა მგრძნობაირე კანის მოვლისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვალის გარშემო არე ჩვენი სახის კანის ყველაზე სენსიტიური და ნაზი ადგილია, იგი თითქმის არ შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოებს და ამიტომ ადვილად შრება და ნაოჭდება, ამიტომ განსაკუთრებულ ზრუნვასაც საჭიროებს. ფრანგული პრემიუმ კლასის INSTITUTE ESTHEDERM-ის SENSI SYSTEM-ის თვალის მოვლის საშუალება ხელს შეუშლის კანის გამოშრობას, თვალის ირგვლივ “მუქი წრეების” წარმოქმნას, შეშუპებას, დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას და შეაფერხებს ნაოჭების გაჩენასაც.
გაზაფხულზე გამოღვიძებულ მგრძნობიარე კანს განსაკუთრებული მოვლა სჭრიდება, თუმცა თქვენი საგაზაფხულო მოვლის რუტინის ახალი პროდუქტებით შევსებამდე, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც თქვენთვის მოვამზადეთ:
გამოიყენეთ სახის კრემი პარფიუმის გარეშე
უპირატესობა მიანიჭეთ პომპიან ფლაკონს,ვიდრე ქილას
თუ თქვენთვის ცნობილია ზუსტი ინგრედიენტი, რაზეც გაქვთ ალერგია,მოძებნეთ ჩამონათვალში, რომელიც საერთაშორისო ენაზეა წარმოდგენილი შეფუთვაზე
ახალი პროდუქტი დატესტეთ გამოყენებამდე 2სთ-ით ადრე
მგრძნობიარე კანს სჭირდება უფრო მეტი დატენიანება
არ მოისინჯოთ ერთად ბევრი პროდუქტი(შრატი+კრემი),იმის მოლოდინით, რომ ერთი მაინც არ მოგცემთ ალერგიას
გამოიყენეთ დღითა და ღამით ერთი და იგივე სახის საცხი
შეეცადეთ შეცვალოთ კრემი წელიწადის დროების შესაბამისად. მსუბუქი – ზაფხულში, კომფორტული, გაჯერებული – ზამთარში.
შეინახეთ კრემი მაცივრის ქვედა უჯრაში (ქვემო-ჯიბეში).