მიუზიკლი, რომელიც უელსის პრინცესის, დაიანას, ცხოვრების შესახებაა, ბროდვეის პრემიერამდე ნეტფლიქსზე გავა.
„დაიანას“ გამოსვლა 31 მარტისთვის იყო დაანონსებული, თუმცა, მსოფლიო პანდემიის გამო, მისი გამოსვლა 2021 წლისთვის გადაიდო. უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, ბროდვეის დადგმას პირველად ნეტფლიქსის მაყურებელი იხილავს.
მიუზიკლის ჩანაწერს ნიუ-იორკის საშემსრულებლო ხელოვნების თეატრში გადაიღებენ. უცვლელი იქნება მსახიობთა შემადგონლობა, მათ შორის, მთავარი როლის შემსრულებელი, ჯინა დე ვალი. პროდიუსერები მსახიობთა სამართლიანობის ასოციაციასთან თანამშორლობით უსაფრთხოების წესების დაცვას უზრუნველყოფდნენ. ბროდვეის თეატრი ოფიციალურად შემდეგ წლამდეა დახურული.
„მთელი გუნდი გახარებული ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს გვაქვს საშუალება, ჩვენი დადგმა თეატრის მოყვარულებს გავუზიაროთ“ – აღნიშნავენ შემქმნელები. „თუმცაღა შეუცვლელია თეატრალური შესრულების ცოცხლად ნახვის სიამოვნება, მოხარულები ვართ, რომ ნეტფლიქსის ნაწილი გახვდით.“
„დაიანა“ გახდება ბროდვეის პირველი დადგმა, რომლის პრემიერაც სცენის ნაცვლა „მცირე ეკრანზე“ შედგება. ნეტფლიქსის პრემიერის თარიღი ჯერ არ დადასტურებულა.