ბილ გეითსი აშშ-ში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელია

Photo Credits: CORBIS VIA GETTY IMAGES

ფორბსის მონაცემებით, დღეს ბილ გეითსი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამერიკელი ინვესტორი კომპანიის, Microsoft, დამფუძნებელი და აქციონერია და სწორედ ამ გზით დააგროვა ქონება. ბიზნესმენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კომპიუტერთან ურთიერთობა მისთვის ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე გარეთ გასვლა, თუმცა, ეს ყოველივე შეიძლება შეიცვალოს. რამდენიმე დღის წინ გეითსმა 100,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინა – ამიერიდან ის ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

The Land Report-ის მიხედვით, მიწები Cascade Investment-ის მფლობელობაშია, რომელიც გეითსის პირად ქონებას წარმოადგენს. კასკადი მართავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Ecolab, Vroom და Canadian National Railway.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა 2008 წელს 306 მილიონი აშშ დოლარი გაიღო აფრიკასა და სამხრეთ აზიაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. ბილ გეითსის მიერ ჩამოყალიბებული პროგრამა „Super crops” კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსი არ არის ერთადერთი მილიარდელი, რომელიც ფლობს დიდ ნაკვეთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სტიუარტ და ლინდა რესნიკები მესამე ადგილს იკავებენ ამ სიაში. ისინი 80,000-მდე ჰექტარ მიწას ფლობენ და ამ ნაკვეთებზე აწარმოებენ პროდუქციას კომპანიებისთვის: POM Wonderful, Wonderful Pistachios, და Wonderful Halos mandarins.

წყარო: forbes