აფხაზეთი სირიაში საელჩოს ხსნის

6 ოქტომბერს სირიის დედაქალაქ დამასკოში აფხაზეთის საელჩო იხსნება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სირიაში 4 ოქტომბერს ჩავიდნენ. მათ შორის, აფხაზეთის პრეზიდენტის ადამინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლები. საელჩოს გახსნის შემდგომ ჩანიშნულია აფხაზეთის დე ფაქტო დელეგაციისა და სირიის ხელისუფლების რამდენიმე შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სირიის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. 2018 წლის 29 მაისს სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რის შედეგადაც თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სირიის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და გაეროს წარმომადგელებმა.