ამაზონის ახალი მიტანის სერვისის “Amazon Prime Air Delivery-ის” მიღებას მომხმარებელი, დაახლოებით ერთ თვეში შეძლებს.
ზაფხულში re:MARS-ის კონფერიანციაზე ლას ვეგასში, მსოფლიოს გიგანტი ონალინ მაღაზიის ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დრონის – “Prime Air-ის” დიზაინი, რომლითაც უახლოეს მომავალში მომხმარებლებს მოემსახურებიან.
“ჩვენ დაუღალავად ვმუშაუბდით, რათა შეგვექმნა ისეთი ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მარტივად იფრენდა 5 ფუნტი (2.3 კგ) წონის ამანათით და დაფრავადა 15 მილს (24 კმ) 30 წუთში” – განაცხადა ჯეფ უილკმა, ამაზონის მომხმრებლის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა მსოფლიოს მასშტაბით.
აღნიშნული სერვისის ჩაშვების ზუსტი დრო და ადგილი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თუმცა კოპმპანიის განცხადებით ეს ძალიან მალე მოხდება.
ახალი თაობის დრონები გამოიყენებენ კომპიუტერულ ხედვას, GPS-სა და თავადვე ისწავლიან გამოცილებაზე, რათა თავიდან აირიდონ სხვადასხვა ტიპის საავარიო შემთხვევები. ისინი მთლიანად დამოუკიდებლად იფუნქციონირებენ. ეს სერვისი სატესტო რეჟიმში უკვე გამოსცადეს ინგლისელმა მომხმარებლებმა.
კომპანია ამაზონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულების ბრენდია მთელს მსოფლიოში, ხოლო მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ჩვენი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია, 139.8 მილიარდი დოლარი ქონებით.