აზიის 2020 წლის 30 Under 30

გაიცანით ახალგაზრდა ანტერპრენუარები Forbes 30 Under 30 აზიის რეგიონის 2020 წლის სიიდან.

თუ მიმდინარე ვითარებაში ოპტიმისტური განწყობის მიზეზებს ეძებთ, შეგიძლიათ 2020 წლის აზიის რეგიონის 30 under 30 იხილოთ.

აღნიშნული სია თავს უყრის 300 ახალგაზრდა ინოვაციურ ანტერპრენუარსა თუ ლიდერს, რომლებიც მზად არიან მომავლის ნებისმიერ გარემოსთან ადაპტაციისთვის. 3500-მდე ნომინაციის, რეპორტიორების ჯგუფის კვლევისა და ინდუსტრიის ვეტერანების შეფასებების შედეგად შექმნილი სია აერთიანებს მიზანსწრაფულ პიროვნებებს, რომლებიც გარდაქმნიან ინდუსტრიებს და ცდილობენ, გაუმკლავდნენ მთავარ გლობალურ გამოწვევებს. იქნება ეს ინოვაციური ხელოვნური ინტელექტი, ონლაინდაკრძალვის სერვისები თუ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი მოდური პროდუქტები. მათი იდეები და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ საკმარისი ინსპირაციაა, რათა ჩვენც გაგვიჩნდეს უკეთესი მომავლის იმედი.

The Arts
Finance & Venture Capital
Media, Marketing & Advertising
Healthcare & Science
Social Entrepreneurs
Entertainment & Sports
Industry, Manufacturing & Energy
Retail & Ecommerce
Consumer Technology
Enterprise Technology
Big Money
Celebrities
Youngest

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Forbes Georgia-მ საქართველოს 30 Under 30 გამოავლინა.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ ევროპის 2020 წლის 30 Under 30.