ადრეულ ასაკში ქორწინების მსოფლიო სტატისტიკა

გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი კვლევა საგანგაშო შედეგებზე მეტყველებს. UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გოგონა ქორწინდება მანამ, სანამ ისინი ზრდსრულ ასაკს, 18 წელს მიაღწევენ. ადრეული, ანუ ნაადრევი ქორწინება არის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანის შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია, ანუ ბავშვია.

გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვგებულობთ, რომ ყველაზე მეტი არასრულწლოვანის დაქროწინება ინდოეთში ხდება, სადაც 15 მილონზე მეტ გოგონას ადრეულ ასაკში უწევს ოჯახის შექმნა. შემდგომ მოდის ბანგლადეში 4,451,000 მილიონი გოგონათი. სიაში მოხვდნენ ბრაზილია და მექსიკაც, სადაც აღნიშული გოგონების რიცხვი რამდენიმე მილიონს აჭარბებს.

იხილეთ როგორ გამოიყურება იმ ქვეყნების სია, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინებებისა და კავშირების რიცხვი ყველაზე მაღალია:


(წყარო: DW News)

რაც შეეხება საქართველოს, არსებული შეზღუდული მონაცემები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებებზე ჩატარებული კვლევებით შემოიფარგლება და მათ ირიბ შედეგს წარმოადგენს. 2012 წლის მონაცემებით ადრეული ქორწინების რიცხვი 30 412  შეადგენდა, თუმცა აღნიშული ციფრი ვერ იქნება იმ სინამდვილესთან ახლოს, რადგან მასგავსი ტიპის კავშირები ძირითადად ოფიციალური სტრუქტურების გვერდის ავლით ხდება.

ფოტო: freedomunited